„ფარსი“ იუწყება ირანში აფეთქებების შესახებ, აშშ-ის „ცენტრალური სარდლობა“ აცხადებს, რომ ირანს დაარტყეს ვერტმფრენის ჩამოგდების საპასუხოდ

3 days ago 3

ირანის საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ 10 ივნისს, ადრე დილით იტყობინება, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა ირანის ჰორმოზგანის პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში.

აშშ-ის „ცენტრალურმა სარდლობამ“ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ „თავდაცვის“ მიზნით დარტყმები დაიწყეს აშშ-ის არმიის Apache-ის ვერტმფრენის ჩამოგდების საპასუხოდ.

ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ირანის წინააღმდეგ „თავდაცვის მიზნით დარტყმები“ დაიწყო აშშ-ის აღმოსავლეთის დროით საღამოს 5 საათზე, მთავარსარდლის მითითებით, აშშ-ის არმიის Apache -ის ვერტმფრენის გუშინდელი ჩამოგდების საპასუხოდ. "ეს მისია ირანის უსამართლო აგრესიის პროპორციული პასუხია", - წერია CENTCOM-ის განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ABC News-ს განუცხადა, რომ „ეს არის პასუხი იმაზე, რაც მათ გუშინ ღამით ჩვენი ვერტმფრენის მიმართ გააკეთეს და მჯერა, რომ პასუხი ძალიან ძლიერი, ძალიან მძლავრი უნდა იყოს და ესეც სწორედ ასეთია“.

ტრამპმა უფრო ადრე გამოაცხადა, რომ „უნდა უპასუხოს ამ თავდასხმას.”

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ ტრამპის ამ განცხადების შემდეგ თქვა, რომ ირანის ტერიტორიასთან ახლოს მყოფი უცხოური ძალები „მუდმივი საფრთხის ქვეშ არიან საკუთარი ადამიანური შეცდომების, უბრალო ავარიების ან პოტენციურად ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ მოხვედრის გამო“ და მოუწოდა მათ, მოშორდნენ ამ ტერიტორიას.

ირანის სახელმწიფო მედიამ 10 ივნისს განაცხადა, რომ სირიქზე ჭურვებით დარტყმა დადასტურდა.

ომი ირანის წინააღმდეგ წელს თებერვალში დაიწყეს აშშ-მა და ისრაელმა. 2026 წლის აპრილში დროებითი ზავი გამოცხადდა მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

პაკისტანის შუამავლობით მიმდინარეობს მოლაპარაკება ომის დასრულების მიზნით.

სრულად წაკითხვა