როგორც მისმა ადვოკატმა თორნიკე ჯანელიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა 5 აგვისტოს, 18:30 საათისთვის, მეზეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.
ადვოკატი თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრამდე ჯერჯერობით სხვა დეტალებზე ვერ საუბრობს - მათ შორის ვერ იმაზე, ემუქრება თუ არა ექსტრადიცია ან გაძევება ჟურნალისტსა და აქტივისტს.
ადვოკატი მარიკა არევაძე, - რომელმაც პირველმა გაავრცელა მეზეშის დაკავების შესახებ ინფორმაცია, - წერს, რომ ჟურნალისტი საქართველოში ლეგალურად იმყოფება.
ეს მიმდინარე ახალი ამბავია - ინფორმაცია განახლდება.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს ლასლო რობერტ მეზეშის დაკავების საფუძვლებისა და მისი საქმის გარემოებების შესახებ შეკითხვებით.
უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.
ვინ არის ლასლო მეზეში
- ლასლო მეზეში ხშირად ჩანს თბილისში მიმდინარე საპროტესტო, პრო-ევროპულ დემონსტრაციებზე.
- სექტემბერში თბილისის მერ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირებისას ის ერთ-ერთი იყო, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.
- იგი იყო უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიკტორ ორბანის პოლიტიკის მოწინააღმდეგე და მხარს უჭერდა პეტერ მადიარს, რომელმაც 2026 წლის გაზაფხულზე უნგრეთის არჩევნებში გაიმარჯვა.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·