ჩრდილოეთი კორეის სარაკეტო დანაყოფმა დისლოცირება დაიწყო დასავლეთ რუსეთში და ის, შესაძლოა, შეაიარაღონ 120 ბალისტიკური რაკეტით და ექვსი გამშვები მოწყობილობით, უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის - ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დასაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელზე დაყრდნობით.
უკრაინას აკლია მაღალტექონოლოგიური საჰაერო თავდაცვის მასალები და რუსეთი ცდილობს ეს გამოიყენოს, უფრო და უფრო მეტი ბალისტიკური რაკეტის გაშვებით - რადგან ამ ტიპის რაკეტების ჩამოგდება რთულია.
2023 წლის ბოლო პერიოდიდან რუსეთმა ჩრდილოეთი კორეის ბევრი რაკეტა გაუშვა უკრაინისკენ, თუმცა ჩრდილოეთი კორეის სარაკეტო ძალების დისლოცირება იქნება მოსკოვსა და ფხენიანს შორის უკვე არსებული სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების ნიშანი.
Reuters-ი ავრცელებს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრი ჩერნიაკის მონაცემებს - რომ რუსეთი ვორონეჟის რეგიონში გეგმავდა ჩრდილოეთი კორეის 90-მდე სამხედროს განთავსებას, მისი 112-ე სარაკეტო ბრიგადის შემადგენლობაში. ჩერნიაკის სიტყვებით, ჩრდილოეთი კორეის დანაყოფის ზუსტი რიცხოვნობა და სხვა დეტალები საბოლოოდ უნდა შეთანხმდეს მოსკოვსა და ფხენიანს შორის მომავალ თვეში დაგეგმილ, უმაღლესი დონის მოლაპარაკებებზე.
2024 წელს ორი ქვეყნის ლიდერებმა, ვლადიმირ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რამაც განამტკიცა მათი საბრძოლო კავშირები. ჩრდილოეთი კორეა რუსეთს აწვდის იარაღს და საბრძოლო მასალებს, 2024 წლის შემოდგომიდან ჩრდილოეთ კორეის 14 000-ზე მეტმა სამხედრომ იომა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს, კურსკის ოლქში. გავრცელებული ცნობებით, ჩრდილოეთი კორეის სამხედროთა რიგებს მიადგა მნიშვნელოვანი მსხვერპლი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახლახან გამოთქვა ვარაუდი, რომ ფხენიანი ემზადება რუსეთში 30 ათასი ჯარისკაცის გასაგზავნად. კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთის გეგმებზე მსჯელობა ზელენსკის საქმე არ არის.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·