ქვეყნის მასშტაბით დენი კვლავ გაითიშა - ორ კვირაში უკვე მესამედ

1 hour ago 3

ოთხშაბათ საღამოს, 5 აგვისტოს საქართველოში ელექტროენერგია კვლავ გაითიშა - სავარაუდოდ, ავარიულად.

დენი დაახლოებით 20:10 საათისთვის გაითიშა, ისევ ერთდროულად - დედაქალაქსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

სოციალურ ქსელებში მომხმარებლები კვლავ მასობრივად წერენ ყველა იმ დასახლებას, სადაც ელექტროენერგია გაითიშა.

„სახელმწიფო ელეტროსისტემის“ საიტზე მოცემული ინფორმაციით, თითქმის ყველა ძირითადი გადამცემი ხაზის მიწოდება „განულებულია“.

მგზავრები იუწყებიან ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის გაჩერების შესახებ.

რადიო თავისუფლება ცდილობს ინფორმაციის მიღებას თელასის, თელმიკოს, ენერგო-პრო ჯორჯიასა და სახელმწიფო ენერგოსისტემისაგან. ინფორმაცია განახლდება.

  • მანამდე, 24 და 25 ივლისს თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგია რამდენიმე საათით გაითიშა;
  • მაშინ ელექტროენერგიის გათიშვასთან ერთად გაჩერდა მეტრო, საქართველოს რკინიგზა. გაითიშა GWP-ის სატუმბო სადგური, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს მცირე ხნით შეუწყდა წყალი.
  • ორი ე.წ. ბლექაუთის მიზეზთა დადგენაზე სემეკი და სუსი მუშაობენ;
  • გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობას ტოვებს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენდირექტორი ვანო ზარდიაშვილი - ის შვებულებაში გავიდა, ხელმძღვანელის მოვალეობას კი ასრულებს დავით ვარდიაშვილი, რომელიც უწყებაში, გათიშვების შემდეგ, „გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან“ მივიდა.
სრულად წაკითხვა