ტრამპმა ჰოლივუდის გადასარჩენად 100-პროცენტიანი ტარიფები დაუწესა ფილმებს, რომლებიც ამერიკაში არ იქნება გადაღებული

4 days ago 8

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჰოლივუდის კინოინდუსტრიის გადასარჩენად 100-პროცენტიან ტარიფებს დაუწესებს იმ ფილმებს, რომლებსაც საზღვარგარეთ გადაიღებენ.

„ამერიკაში კინოინდუსტრია ძალიან სწრაფი სიკვდილით კვდება. სხვა ქვეყნები ყველანაირ შესაძლო სტიმულს სთავაზობენ, რათა ჩვენი კინორეჟისორები და სტუდიები აშშ-დან გაიყვანონ. ჰოლივუდი და აშშ-ის მრავალი სხვა რაიონი იცლება. ეს უცხო ქვეყნების შეთანხმებულ მოქმედება ჰგავს, ამიტომაც ეს საკითხი ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“, – დაწერა ტრამპმა.

„ჩვენ კვლავ გვსურს ფილმები, შექმნილი ამერიკაში!“, – დასძინა თეთრი სახლის ლიდერმა.

სრულად წაკითხვა