რუსეთმა ქართველ ქალ მოხალისეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

2 hours ago 2

რუსეთმა უკრაინის მხარეს მებრძოლ მორიგ ქართველ მოხალისეზე ძებნა გამოაცხადა. ამჯერად, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ნინო კახნიაშვილის ბრალად დასდეს დაქირავებულ მებრძოლობაში.

კახნიაშვილი უკრაინის მხარეს მებრძოლი მოხალისეობრივი დანაყოფის, ქართული ლეგიონის პარამედიკოსია.

რუსეთის გენპროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კახნიაშვილი უკრაინაში 2022 წელს ჩავიდა. განცხადებაში რუსული უწყება ირწმუნება, რომ კახნიაშვილი “საქართველოში გაიქცა” მას შემდეგ, რაც “გაიგო, რომ უკრაინის მეთაურობამ ქართველი ბოევიკების გააქტიურება გადაწყვიტა”. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ კახნიაშვილი უკრაინაში 2023 წელს დაბრუნდა და ირწმუნებიან, რომ ის სამხედრო მოქმედებების ზონაში 2025 წლის ივნისამდე იმყოფებოდა.

ქართველი ქალი მოხალისე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ დაუსწრებლად დააკავა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

სრულად წაკითხვა