ტორესა მოსს მისი პოსტის წაშლა მოუწია (ვიდეო)

1 month ago 1

წაკითხვა: 251

მწერალმა და მუსიკოსმა ტორესა მოსიმ ფეისბუქ პოსტი წაშალა, რადგან მისმა შინაარსმა ხელისუფლების მომხრეების უკიდურესსი აღშფოთება გამოიწვია:

პოსტში ის წერდა:

“აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებს შეუძლიათ ხმელთაშუა ზღვიდან ტომაჰავკის ერთი ზუსტი გასროლით დაასრულონ საქართველოში არსებული რუსეთის სასარგებლო ვაკხანალია. სამიზნეც ერთი ეყოლებათ და კი ვიცით რა სიზუსტით ისვრიან”- წერდა მოსი.

პოსტის წაშლის შემდეგ ტორესა მოსმა განმარტება გააკეთა და დაწერა:

პოსტი წავშალე, რადგან რა თქმა უნდა პროპაგანდამ წაიღო და ისე წარმოაჩინა, თითქოს მე ამაზე ვოცნებობ, რომ საქართველოს ვინმემ რამე ესროლოს. პოსტი შეეხებოდა იმ რისკს რომლის წინაშეც ქართულმა ოცნებამ დააყენა ეს ქვეყანა ამერიკის იგნორირებით. სამწუხაროა, რომ ზოგმა ადამიანმა ეს უკუღმა გაიგო რატომღაც.”– წერს ტორესა მოსი.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა