სტივ უიტკოფს მოსკოვში ამ კვირაში ელიან

3 months ago 9

ამ კვირის განმავლობაში მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელ სტივ უიტკოფს ელიან - ამბობს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწე.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ციტირებს იური უშაკოვს, რომელიც ამბობს, რომ უიტკოფი მეოთხე ვიზიტს გეგმავს რუსეთში ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ.

უიტკოფმა მანამდე სამი ხანგრძლივი შეხვედრა გამართა პუტინთან უკრაინაში ომის დასრულების პერსპექტივების შესახებ.

NBC News-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს კვირა თეთრი სახლის მიერ განიხილება, როგორც "კრიტიკული" ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად - ტრამპის ადმინისტრაცია იმუქრება, რომ მიატოვებს შუამავლობის როლს, თუ პროგრესი არ იქნება.

აშშ-ის დელეგაციას, რომელსაც, სავარაუდოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს, ხვალ ლონდონში ელიან ბრიტანელ, ფრანგ და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან სამშვიდობო პროცესის შესახებ მოლაპარაკებებისთვის.

სრულად წაკითხვა