სოფელ ბაბილოსთან მეწყერი ჩამოწვა - ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია

5 days ago 43

ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან, ორშაბათს საათებში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებენ.

არსებული ინფორმაციით მეწყერში მოჰყვა ერთი ავტომობილი, რომელშიც ორი მგზავრი იყო, თუმცა მათ ავტომობილიდან გამოსვლა მოახერხეს და უვნებლად გადარჩნენ.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გზის გახსნა სატრანსპორტო მოძრაობისთვის სავარაუდოდ დღის განმავლობაში მოხდება.

სრულად წაკითხვა