მარიამ შენგელია, - რომლის გამოსვლისას ანსამბლ „ერისიონის“ ოთხმა წევრმა „ხორუმი“ თეთრი დროშებით შეასრულა, - გამოვიდა ქართულ-ინგლისური სიმღერით, Freedom.
კონკურესში 37 ქვეყანა მონაწილეობს.
14 მაისს გაიმართა პირველი ნახევარფინალი, დღეს კი - მეორე ნახევარფინალი.
ფინალში გადავიდნენ:
- შვეიცარია - მასპინძელი ქვეყანა
- „დიდი ხუთეული“ - საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო;
პირველი ნახევარფინალიდან
- ალბანეთი
- ესტონეთი
- ისლანდია
- ნიდერლანდები
- ნორვეგია
- პოლონეთი
- პორტუგალია
- სან-მარინო
- შვედეთი
- უკრაინა
მეორე ნახევარფინალიდან:
- ლიეტუვა
- ისრაელი
- სომხეთი
- დანია
- ავსტრია
- ლუქსემბურგი
- ფინეთი
- საბერძნეთი
- მალტა
- ავსტრალია.
საქართველოს წარდგენილი სიმღერის კომპოზიტორია ქეთი გაბისიანი, ხოლო ტექსტი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის.