კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე გირაო პატიმრობით შეეცვალა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვაბე ნაჭყებიამ, დღეს 13 ივნისს გამოაცხადა. თავად გვარამია სასამართლო პროცესს არ ესწრება - ის ოჯახთან დამშვიდობების შემდეგ თავად გაემართა რუსთავის პენიტენციური დაწესებულების მიმართულებით, რათა იქ დაელოდოს დაპატიმრებას.
ნიკა გვარამიას კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული 50 000 ლარიანი გირაოს გადახდისთვის განკუთვნილი 50 დღიანი ვადა 7 ივნისს გაუვიდა - მისი წინასწარ გაცხადებული პოზიცია იყო რომ ამ გირაოს არ გადაიხდიდა.
ანალოგიურ საქმეზე, რაზეც ნიკა გვარამიას შეეფარდა პატიმრობა, უკვე დაპატიმრებულია სამი პოლიტიკოსი, მათ შორის გვარამია პარტია "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია. მელიამდე დააკავეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და პარტია "გირჩი მეტი თავისუფლებას" ლიდერი ზურა ჯაფარიძე.