ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შეწყალების საკითხზე საუბრისას თქვა, რომ “შენდობას წინ სინანული უნდა უძღვოდეს”.
“შეწყალება ჩემი კომპეტენცია არაა, თუმცა შენდობას წინ ყოველთვის სინანული უძღვის. ესაა ერის და ეკლესიის კანონი. უპირველეს ყოვლისა, სანამ ვინმე შეწყალებაზე ისაუბრებს, მნიშვნელოვანია, სინანულზე ისაუბროს – არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც მოლოტოვის კოქტეილებით ადამიანების ცოცხლად დაწვა სცადეს, სცადეს საქართველოს პარლამენტის გადაწვა, ქვეყნის დამხობა. ამიტომ, შენდობას წინ ყოველთვის სინანული უნდა უძღვოდეს”. – თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·