სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი მოკლეს

4 days ago 4

თბილისის ცენტრალურ ნაწილში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი მოკლეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ მოკლულ კაცს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

„სისხლის გუბე იდგა“, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

გვამი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ადგილზე მივიდა პოლიცია, მათ შემთხვევის ადგილი საპოლიციო ლენტით შემოსაზღვრეს. გამოძიება კი დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

ფორუმი

სრულად წაკითხვა