წაკითხვა: 211
წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისია დასრულდა. კომისიამ, რომელსაც უნდა გამოეძიებინა ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებები, დაადგინა, რომ თავად ოცნება იქცა ნაციონალურ მოძრაობად.”- განაცხადა “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
“კომისიას არ დაუბარებია სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ახალაიები, კოდუა, ბარამიძე, მაგრამ კომისიამ 2 ჯერ დაიბარა გიორგი გახარია.
კომისიაზე გამოვლინდა როგორ დამარცხებულა წულუკიანი მურუსიძე-ჩინჩალაძესთან.
რა გავიგეთ წინა რეჟიმის მიერ დაზარალებულებისგან ?
გიული ავალიშვილი ადანაშაულებს საკუთარი ძმის მკვლელობაში ხუტა პაჭკორიას, რომელიც დღეს ოცნების მაღალჩინოსანია და თბილისის პოლიციის უფროსის პირველი მოადგილედ დაინიშნა
ხარძიანის შვილი ხელს ადებს კონკრეტულ პოლიციელს, გვარად მესხს, რომელმაც ხარძიანს ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ ჰეროინი ძალით გადააყლაპა დაკავების დროს, დღეს მესხი ისევ პოლიციელია.
ბატონი გურამ თირქია ზეწოლაში და 10 წლიანი ციხის მუქარაში ადანაშაულებს როლანდ ახალაიას მაშინდელ პროკურორს, ვინმე ბერიშვილს, რომელიც დღესაც მოქმედი პროკურორია.
„ფოტოგრაფების ე.წ საქმის“ დეტექტივ-გამომძიებელი, რომელმაც საზოგადოებას აუწყა „რუსეთის საშიში აგენტების“ დაკავების შესახებ, მერაბიშვილის პოლიციელი იყო, დღეს ეს ადამიანი ოცნების აჭარის პოლიციის უფროსია.
მანუჩარ კაპანაძე, რომელსაც სულხან მოლაშვილის მამა – ბატონი თამაზ მოლაშვილი საკუთარი შვილის სიკვდილში ბრალს დებს, ივანიშვილმა და წულუკიანმა უვადო მოსამართლედ დანიშნეს.
საბოლოო ჯამში წულუკიანის კომისიამ საკუთარი თავი გამოიძია და დაასკვნა, რომ ოცნება სავსეა ნაცებით. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს კომისია ადამიანებს აღუდგენს უფლებებს, დაუბრუნებს წართმეულ ქონებას, დასჯის ხუტა პაჭკორიას, მანუჩას კაპანაძეს, პროკურორ ბერიშვილს, პოლიციელ მესხს, გაუშვებს აჭარის პოლიციის უფროსს, სისტემიდან მოიშორებს მურუსიძე-ჩინჩალაძეს და ყველა სხვა ზონდერ მოსამართლე-პროკურორს.
და ბოლოს მინდა მივმართო თეა წულუკიანს, არ გჭირდებოდათ 450 გვერდიანი დოკუმენტის დაწერა იმის დასადგენად რომ ნაცები ხართ. თქვენი წარუმატებლობა, რომელიც დაიწყო სასამართლოში გაგრძელდა კომისიაზე. თქვენ აქაც დამარცხდით სააკაშვილის მემკვიდრეობასთან. “– განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს