ანტიკორუფციული ბიურო აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმას - არასამთავრობო ორგანიზაციები

2 hours ago 5

ექვსი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს წერილის შესახებ, რომელიც მათ ანტიკორუფციული ბიუროდან მიიღეს.

"გვედავებიან ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონის დარღვევას, ასევე, გვემუქრებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და გვთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად" - ნათქვამია განცხადებაში. თავად წერილი, არასამთავრობო ორგანიზაციებს არ გაუსაჯაროებიათ. რაჟდენ კუპრაშვილის გზავნილის ადრესატი ამჯერად 6 სამოქალაქო ორგანიზაციაა:

  • საფარი
  • სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  • მედიის განვითარების ფონდი
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება [ISFED]

"მრავალგზის საჯაროდ გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ დავრეგისტრირდებით უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად. ჩვენ ვართ ჩვენივე წესდებით მოქმედი დამოუკიდებელი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენი მისიაა ქალების, ბავშვების, მშრომელების, შშმ პირების, დევნილების და ყველა ჩაგრული ადამიანის უფლებების დაცვა; ჩვენი მისია არჩევნების დაკვირვება, კორუფციისა და დეზინფორმაციის მხილება, დემოკრატიის დაცვა და ქართველი ხალხის დახმარებაა.

ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის და საქართველოს ინტერესებს. ამერიკული FARA-ს სტანდარტით, რომლის ასლიც არის თითქოს ეს კანონი, ჩვენ არ გვეკუთვნის ამ რეესტრში რეგისტრაცია. ამის შესახებ ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიუროს შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტსაც გავუგზავნით" - ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.

სრულად წაკითხვა