“რუსოფილია, სამარცხვინო პრემიერ-მინისტრია” – გრიგოლ გეგელია

1 hour ago 2

19

“ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ქართული ოცნების ლიდერმა რუსული ინტერვენციის 18 წლის თავზე ე.წ. გლობალური ომის პარტიაზე და “რუსოფობიაზე” ისაუბრა:

“მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, ვინ როდის გახდა “რუსოფობი”, შემიძლია ვთქვა, რომ “ლელო – ძლიერი საქართველოს” პოლიტიკურ ლიდერებს და ამ გუნდს ყოველთვის ჰქონდა ძალიან თანმიმდევრული პოზიცია რუსეთის ფაშისტურ ფედერაციასთან დაკავშირებით, თუმცა შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ირაკლი კობახიძე მაშინაც და ახლაც იყო და არის რუსოფილი და ის არის სამარცხვინო პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიაში შევა, როგორც რუსეთის საგარეო დაზვერვის სპეცოპერაციის გამტარი პოლიტიკოსი, ქართველების წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკოსი და ქართული სახელმწიფოს ეროვნული, სუვერენული ინტერესებისთვის, რუსეთის დავალებით, ძირის გამომთხრელი პოლიტიკოსი. აი, ეს დანამდვილებით შემიძლია ვთქვა,” 

რუსოფობია და გლობალური ომის პარტია – კობახიძის წერილი

სრულად წაკითხვა