36
ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია:
შიდა ინფორმაციით—საპატიო თავმჯდომარესაც კი მობეზრდა თავისი “რჩეული” პრემიერის მოსკოვიდან კალკირებული, ყავლგასული პროპაგანდისტული ტრიუკები…
“ჩემს დროს კორუფციის ე რ თ! ფაქტს ვერ იპოვითო”… ისეთი კანონები მივიღეთო!!!
ამ დროს, ყოველ კვირას ფიქსირდება სისტემური სამთავრობო კორუფციის ფაქტები
ცენტრალურ თუ ლოკალურ მმართველობაში
ჯერ კიდევ ტაციტუსი ამბობდა: “ის სახელმწიფო სადაც მეტი კორუფცია არის, მეტ კანონებს იღებსო”!
“ისეთი კანონები მივიღეთ და “სამმართველო” შევქმენით რომ, სიძულვილის
ენა შემცირდაო”— ეს არავინ დაიჯერა!
მთავრობისადმი სიძულვილს მხოლოდ განსხვავებული აზრის მქონეთა მიმართ
პატივისცემა ამცირებს და არა ახალი კანონები და დაჭერები!
რაც შეეხება დასავლური ოპოზიციისადმი დღევანდელ პოლიტიკურ პასკვილს—ამან
მოსკოვი მერამდენედ აღაფრთოვანა…!
ჯერ მელანი არ შეშრობოდა კობახიძის განცხადებას რომ, დილიდანვე რუსული სამთავრობო მედია მოფენილი იყო “ოცნების” სამთავრობო ლიდერის ქებით: “მართალია, ჩვენ უარი ვთქვით
სოხუმის და ცხინვალის დაბრუნებაზე, მაგრამ
პრემიერი კობახიძე გაგებით ეკიდება ამ ფაქტს
და არ ახდენს ამ პრობლემის პედალირებასო…
თბილისის მთავრობა ოფიციალურად აღიარებს რომ დასავლეთი ითხოვდა მათგან მეორე ფრონტის გახსნას რუსეთის მიმართო… კობახიძე ასევე ადასტურებსო რომ,
თბილისში “რუსოფობია” იმართება გარედანო!
პრემიერის განცხადება—“რუსოფობია” გარედან იმართება საქართველოშიო, პირდაპირ
ასხამს წყალს რუსული პროპაგანდის წისქვილზე—
“ქართველ ხალხს რუსეთთან უნდა თურმე დიპსთეიტი კი,
“გარედან” აძალებს ევროპას და ამერიკას!!!
პრემიერისთვის —არც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი საქართველოს კოსტიტუციის 78-ე მუხლი
არ არის თურმე სავალდებულო შესასრულებლად…არც არაფერი სმენია თურმე, ქართველი ხალხის 80%-ის ევროპული
მისწრაფებების შესახებ!!!
ამერიკასთან “დალაგების” მოსურნე ბიძინა ივანიშვილს, წესით, ასეთი მდარედ “რუსთმაამებლური” განცხადებები აღარ უნდა აღაფრთოვანებდეს….
თანაც, მოახლოვდა დასავლეთიდან—ახალი პერსონალური სანქციების რეალური საფრთხით დამძიმებული სექტემბერ-ოქტომბერი.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·