WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს აგურის წყობები და კერამიკული ჭურჭელი აღმოაჩინეს. ეს ინფორმაცია 19 აგვისტოს თბილისის მერიამ დაადასტურა.

ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე „მოძრაობამ კულტურული მემკვიდრეობისთვის“ განაცხადა, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩენილი აგურის წყობები, სავარაუდოდ, XIX საუკუნის ძველი „გარეთუბნის“ კოლექტორების სისტემაა, ხოლო კერამიკური ჭურჭელი, საცარაუდოდ, X-XI  საუკუნეებით თარიღდება.

ორგანიზაციის თქმით, თავისუფლების მოედნის მეტროსა და   საქართველოს ეროვნულ  მუზეუმს შორის მონაკვეთში მიმდინარე სამუშაოები უკვე შეჩერებულია,  თუმცა „აქამდე უცნობია  იგეგმება   თუ არა  გამოვლენილი ფენების შესწავლა და   რა ბედი ელით  სამომავლოდ“.

ერთი დღის შემდეგ, თბილისის მერიამ განაცხადა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტოს სპეციალისტებმა „მყისიერად“ მოახდინეს რეაგირება, ადგილზე დაათვალიერეს აღმოჩენილი ობიექტები და გასცეს სათანადო რეკომენდაციები.

„აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები სწორედ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდება“, – განაცხადა მერიამ.

რუსთაველის გამზირის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო და, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

This post is also available in: English