რუსეთმა დნეპრზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა, დაიღუპა ორი და დაშავდა 28 ადამიანი

3 weeks ago 12

რუსეთმა დნეპრზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული, ხოლო 28 დაშავებული. დაშავებულთაგან ოთხი ბავშვია.

დნეპრის მერი ბორის ფილატოვი აცხადებს, დაზიანებულია სულ მცირე 15 სახლი. მათ შორის – სტუდენტური საერთო საცხოვრებლები, სასწავლო დაწესებულების შენობები და კვების საწარმო.

„რუსული მშვიდობა მოქმედებაშია. მალე მტრულ საჯარო გვერდებზე გამოჩნდება მორიგი დეზინფორმაცია „ნატო-ს ოფიცრების განადგურების“ შესახებ. სინამდვილეში კი ეს კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორია დნეპრში. დაზიანებული სახლები, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებები. დაზიანებულია ავტომობილები. დაშინებული არიან რიგითი მოქალაქეები, განსაკუთრებით – ბავშვები“, – დაწერა დნეპროპეტროვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა.

სრულად წაკითხვა