სისტემური რეპრესიების წელი, – ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ყველა ის ფაქტი ჩამოთვალა, რომელიც, მისი თქმით, “ქართული ოცნების” მმართველობას ადამიანის უფლებების უპრეცედენტო დარღვევაში ამხელს.
სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ქვეყანა რუსულ ტოტალიტარულ რეჟიმს დაამსგავსა.
ეს წელი იყო სისტემური რეპრესიების, ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევის და შევიწროების წელი, ძალადობის, დაჭერების, ადამიანის ღირსების შელახვის, უსამართლობისა და ჯერ კიდევ მოწამვლის შესახებ დადგენილი ფაქტები გვჭირდება, მაგრამ ესეც ასრულებს ამ საშინელი წლის სურათს.
ეს იყო საშინელი წელი მათთვის, ვინც მართავს ქვეყანას და ცდილობს, რომ ქვეყანა დაამსგავსოს ყველა თავისი მახასიათებლით ტიპიურ რუსულ ტოტალიტარულ რეჟიმს, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

3 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·