რუსეთის ჯარებმა დაარტყეს კიევს, ლვოვს, ხარკოვს

1 day ago 18

რუსეთის ჯარებმა 29-დან 30 ივლისის ღამით რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე.

სამხედრო ადმინისტრაციების წინასწარი მონაცემებით, სარაკეტო შეტევის შედეგად კიევში სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა. ხანძარმა მოიცვა არასაცხოვრებელი შენობა. ქალაქ ლვოვში დაშავდა სულ მცირე ოთხი ადამიანი. დაზიანებულია ორი მრავალბინიანი სახლი. ხარკოვში დრონებით შეტევა იყო სამრეწველო ზონაზე.

29 ივლისს ღამით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალური ქსელებით გაავრცელა გაფრთხილება, რომ რუსეთისგან მორიგი მასირებული დარტყმაა მოსალოდნელი და მოქალაქეებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის სიგნალებს და თავშესაფრებში გადავიდნენ.

რუსეთის მასირებულ შეტევას წინ უძღოდა უკრაინული დრონებით შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის რიაზანის და პერმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.

სრულად წაკითხვა