WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთი საქართველოსთან საზღვარზე მგზავრთა ნაკადის ზრდას შვებულებების სეზონის დასასრულს უკავშირებს.

როგორც რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის (ФТС) პრესსამსახურმა განაცხადა, ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით, სამგზავრო ნაკადის მატება, უწყების ცნობით, უშუალოდ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ფიქსირდება, რაც შვებულებების სეზონის დასრულებას უკავშირდება.

„ეს უკავშირდება შვებულებების სეზონის დასრულებას და დასვენების შემდეგ მოქალაქეების დიდი რაოდენობით დაბრუნებას. ამასთანავე, ნარჩუნდება ინტენსიური მოძრაობა რუსეთის ფედერაციიდან გასვლის მიმართულებითაც, რაც განპირობებულია მიმდინარე ტურისტული სეზონით“, — განაცხადეს უწყებაში.

უწყების მონაცემებით, დღე-ღამეში საზღვარი ორივე მიმართულებით 16 ათასზე მეტმა მოქალაქემ გადაკვეთა.

„რუსეთის ფედერაციაში შესვლის მიმართულებით გადაადგილდა თითქმის 8,5 ათასი ადამიანი, ხოლო გასვლის მიმართულებით — 7,5 ათასზე მეტი“, — ნათქვამია განცხადებაში.

18 აგვისტოს რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ დღე-ღამეში რუსეთ-საქართველოს საზღვარი 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა და რომ „მსგავსი დინამიკა“ უკვე რამდენიმე დღეა შეინიშნება — 15 და 16 აგვისტოს ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ყოველდღიურად 19 ათასზე მეტი ადამიანი გადიოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, ბოლო 24 საათში საბაჟო პუნქტ ლარსზე მგზავრთბრუნვა იყო არა 20 ათასი, არამედ – 16 286.

ამასთან, კატეგორიულად უარყო, რომ 20 000-მა მოქალაქემ საზღვარი ერთი, საქართველოს მიმართულებით გადმოკვეთა.

24 საათში რუსეთ-საქართველოს საზღვარი 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა