რუსები კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ მე დამეტოვებინა საქართველო, წინააღმდეგ შემთხვევაში „ჩამოკიდებით“ მემუქრებოდნენ

3 days ago 1

წაკითხვა: 117

რუსეთ-საქართველოს ომიდან 17 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილს აქვეყნებს:

“რა უნდა გვახსოვდეს 2008 წლის 7 აგვისტოზე?
საქართველოს თავს დაესხა კბილებამდე შეიარაღებული ბირთვული რუსეთი.

აგრესიის მიზანი ლავროვმა ჩამოაყალიბა კონდოლიზა რაისთან საუბარში – „საქართველოს სრული განადგურება“.

რუსებს პირველი შეეგებნენ ჩვენი საამაყო შეიარაღებული ძალები, მათ შეძლეს ჩვენზე მრავალგზის აღმატებული ძალების პირველი შეტევების მოგერიება.
რუსები კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ მე დამეტოვებინა საქართველო, წინააღმდეგ შემთხვევაში „ჩამოკიდებით“ მემუქრებოდნენ.

მე არამხოლოდ ფეხი არ მოვიცვალე, არამედ შევძელი საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაცია.

სწორედ ჩვენი ჯარის თავგანწირვამ და ცოტა მოგვიანებით ამერიკის და ევროპის ლიდერების ჩარევამ, მათ შორის ამერიკის მე-6 ფლოტის გემების გამოგზავნამ შეაჩერა რუსეთის ჯარი თბილისის მისადგომებთან და იმ ეტაპზე პუტინს ხელი ააღებინა საქართველოს სრულ ოკუპაციაზე ქართული სახელმწიფოებრიობა გადარჩა!”- წერს სააკაშვილი.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა