პუტინმა ქვეყნიდან წასულთა ქონების დაყადაღების უფლება გასცა

2 days ago 5

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შესაძლებელს ხდის ქვეყნიდან წასული რუსების ქონების დაყადაღებას, რუსეთის ინტერესის საწინააღმდეგო მოქმედებებისთვის. კანონი ძალაში 1 სექტემბერს შედის.

ეს ინიციატივა აფართოებს ადმინისტრაციული კოდექსის მუხლებს, რომელთა თანახმადაც პასუხისმგებლობის დაკისრებაა შესაძლებელი უცხოეთში წასულ რუსებზე.

რუსეთის "ინტერესების წინააღმდეგ კანონდარღვევებს" შორისაა ე.წ. "უცხოეთის აგენტის" მოქმედების წესების დარღვევა, მასობრივი ინფორმაციის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა, ექსტრემისტული ან ტერორისტული ქმედებებისკენ მოწოდებები, რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო მოწოდებები, სანქციების დაწესებისკენ მოწოდებები და რუსეთის არმიის დისკრედიტაცია.

კანონი შესაძლებელს ხდის ყადაღის დაწესებას ქონებაზე და საბანკო ანგარიშებზე, ყადაღა იმოქმედებს დაწესებული ჯარიმის გადახდამდე.

სრულად წაკითხვა