„ბოდიშს ვიხდით საზოგადოების წინაშე. უბრალოდ, საზოგადოება უნდა შემოვიდეს ჩვენს მდგომარეობაში. ჩვენ არც კოჰაბიტაცია გვინდოდა, არც ნინო ლომჯარიას დანიშვნა, არც ქალბატონი [სალომე] ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება და არც ბატონი [გიორგი] გახარიას გაპრემიერება - უბრალოდ, მაშინ მაგდენი პოლიტიკური ჯანი არ გვქონდა და ჩვენი სუვერენიტეტი განმტკიცებული არ იყო...“ - თქვა ლევან მაჭავარიანმა.
გუშინ, 14 აპრილს „ქართული ოცნების“ დროებით საგამოძიებო კომისიაში ამავე პარტიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია მივიდა. მან ისაუბრა პარტიიდან წასვლის მიზეზზე და მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვლის ჩართვა დაასახელა.