პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

3 hours ago 1

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე ინდოეთის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხი უწოდა.

პაკისტანის სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ გაანადგურეს ინდური BrahMos-ის რაკეტების საწყობი, რამდენიმე აეროდრომი, დიდი საწყობი და ა.შ.

ინდოეთმა პაკისტანის ქმედებებს „აშკარა ესკალაცია“ უწოდა, თუმცა მის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შედეგებთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდა და მოლაპარაკებების ორგანიზებაში აშშ-ის დახმარება შესთავაზა.

ინდოეთსა და პაკისტანს შორის მორიგი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირის ნაწილში, აჰალგამში ტერორისტებმა 26 ადამიანი მოკლეს. ინდოეთი მომხდარში პაკისტანს ადანაშაულებს, თუმცა პაკისტანი ბრალდებას უარყოფს.

სრულად წაკითხვა