ორშაბათს ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპს შევხვდები – ვოლოდიმირ ზელენსკი

4 hours ago 3

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ ორშაბათს, ვაშინგტონში დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს და აშშ-ის პრეზიდენტს მიწვევისთვის მადლობას უხდის.

ამავე დროს, ვოლოდიმირ ზელენსკი ალასკის სამიტსაც აფასებს:

“ხანგრძლივი და შინაარსიანი საუბარი იყო თავდაპირველად ტრამპთან ერთი-ერთზე, შემდეგ კი ევროპელი ლიდერების მონაწილეობით. საერთო ჯამში, საათნახევარი ვისაუბრეთ, აქედან დაახლოებით ერთი საათი – ტრამპთან.

უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზადაა მაქსიმალური პროდიქტიულობით იმუშაოს მშვიდობის დასამყარებლად. პრეზიდენტმა ტრამპმა საქმის კურსში ჩამაყენა რუსეთის ხელმძღვანელთან მისი შეხვედრისა და საუბრის ყველა დეტალის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ძალისხმევა გავლენას ახდენს სიტუაციაზე.

ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი შეხვედრის ჩატარების თაობაზე. უკრაინა ხაზს უსვამს, რომ მთავარი საკითხები შესაძლოა გადაწყდეს მხოლოდ ლიდერების დონეზე, სამმხრივი ფორმატი კი ამისთვის შესაფერისია.

ყველა დეტალს მკვლელობების, ომის დასრულების შემდეგ განვიხილავ ორშაბათს ვაშინგტონში, პრეზიდენტ ტრამპთან. მადლობელი ვარ მიწვევისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ ევროპელები ჩართული იყვნენ ყველა ეტაპზე, აშშ-სთან ერთად უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აშშ-ს მხრიდან წამოსული პოზიტიური სიგნალები. ვაგრძელებთ ჩვენი პოზიციების კოორდინირებას ყველა პარტნიორთან.

მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება!”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

სრულად წაკითხვა