“ის, რაც სუსმა გააკეთა, არის საბავშვო ბაღი” – გიორგი ლუბარეცი

1 hour ago 2

პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი ფეისბუქზე აჯამებს, რაზე მიიღო და რაზე არ მიუღია პასუხი საზოგადოებას ხელისუფლების მისამართით მძიმე ბრალდებების გაჟღერებიდან (BBC-ის საგამოძიებო ფილმი) მეშვიდე დღეს:

რეჟიმის მიმართ მძიმე ბრალდებაზე ძლივს, მივიღეთ რაღაც ინფორმაცია.

მიღებული ინფორმაცია:

ჭუჭყიანი კონტეინერის ფოტო, რომელზეც წერია კოდი UN3439, CS და დევს სადღაც სარდაფში (სიტყვიერად – უკვე 18 წელია), კედლის ნაშალთან ერთად, რითიც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი შენახვის პირობები დაცული არ ყოფილა.

არ მივიღეთ:

– ნივთიერების ლაბორატორიული ანალიზის დოკუმენტაცია

– ნივთიერების გამოყენების აუდიტის კვალის დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა ზუსტად იმ ნივთიერების გამოყენებას, რომელიც შემოწმდა

– ნოემბერი-დეკემბრის აქციებზე წყალში ნივთიერების გამოყენების პროტოკოლის დოკუმენტაცია

– ტრიქლოროეთილენის ჩამოწერის დოკუმენტაცია, რომელიც ეწინააღმდეგება კობახიძის განცხადებას, რომ ნივთიერებების შემოწმება მხოლოდ ახლა დაიწყეს

– UN3439 ნივთიერების შეძენა-ტრანსპორტირება-შენახვის სრული დოკუმენტაცია 2007 წლიდან დღემდე

– დამოუკიდებელი, საერთაშორისო გამოძიება.

ეს არის მტკიცებულების მინიმალური სტანდარტი. ის, რაც სუსმა გააკეთა, არის საბავშვო ბაღი”, – წერს გიორგი ლუბარეცი. 

სრულად წაკითხვა