ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

1 hour ago 4

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა – ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. “რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოცხადებულია რეჟიმი „უპილოტო საფრთხე“. საჰაერო თავდაცვის ძალები და შეიარაღებული ძალების მორიგე ქვედანაყოფები აკონტროლებენ საჰაერო სივრცეს. უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მოქალაქეებს ვთხოვთ, დაიცვან უსაფრთხოების ზომები: არ იმყოფებოდეთ საფრენი აპარატის პირდაპირი ხედვის ზონაში. გააფრთხილეთ გარშემომყოფები საფრთხის შესახებ. ნუ ეცდებით აპარატის ჩამოგდებას ხელთ არსებული საშუალებებით და ნუ შეეხებით ნამსხვრევებს – შესაძლოა ისინი დანაღმული იყოს ან შეიცავდეს რადიოაქტიურ ნივთიერებებს.” – ნათქვამია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა