6
პროკურატურის მტკიცებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი უფროსის საქმეში ახალი მტკიცებულებები გამოჩნდა და ეს სამხილები გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავის, ანდრია ლილუაშვილის სახლიდან ამოღებული ტელეფონის ექსპერტიზის შუალედური დასკვნით მიიღეს.
გამოძიების ეტაპზე, ამ სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებულია, ანდრია ლილუაშვილის ბინის და პირადი ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები, მის პირად ტელეფონებზე მაქვს საუბარი, აღნიშნულ ტელეფონებზე დანიშნული იქნა კომპიუტერული ექსპერტიზა. დღეის მდგომარეობით, ბრალდების მხარემ მიიღო შუალედური დასკვნა კომპიუტერული ექსპერტიზის, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეული მიმოწერა, აუდიო საუბრები, ფოტო-ვიდეო მასალა იქნა მიღებული ბრალდების მხარის მიერ ამ ექსპერტიზის ფარგლებში. ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორები არის, მათ შორის კონკრეტულ “ქოლ-ცენტრთან” მიმართებით არის მიმოწერები და საქმეშ ფიგურანტი პირები, მათ შორის ვინც დაკითხულია და მიაწოდეს სასამართლოს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათი მონაყოლი ამ მიმოწერიდან ცალსახად დასტურდება.
უშუალოდ დანაშაულებრივ ქმედებაზე რა მიმოწერაა, რა ადასტურებს ბრალდების მხარის პოზიციას, კიდევ ერთხელ, ჯერ რაც არ არის დართული, რა თქმა უნდა, ამაზე ვერ ვისაუბრებ,” – განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.
ცნობისთვის, დაცვის მხარის კომენტარი სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჩაიწერა, რა დროსაც გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატს ახალი მტკიცებულებების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია და მას გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·