ოდესასა და ხარკოვზე რუსულ შეტევებს მსხვერპლი მოჰყვა

2 months ago 17

ოდესასა და ხარკოვზე რუსულ შეტევებს მსხვერპლი მოჰყვა

რუსული მასობრივი საჰაერო იერიში უკრაინის დასახლებულ პუნქტებზე მსხვერპლით დასრულდა ხარკოვის ოლქში: ბალაკლეაში დრონებით დარტყმის დროს, ადგილობრივი საწარმოს ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. ოფიციალურ შეტყობინებაში საწარმო დაკონკრეტებული არ არის.

სულ მცირე ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა ქალაქ ჩერნიგოვში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დანგრეულია ერთი კერძო სახლი და დაზიანებულია რამდენიმე მრავალბინიანი და კერძო სახლი, სკოლა და მაღაზიები.

შეტევა იყო ოდესაზეც. ქალაქის მერის, გენადი ტრუხანოვის ინფორმაციით, დაზიანებულია სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. მთელ რიგ დასახლებულ პუნქტებში ღამით და გამთენიისას საჰაერო განგაშის სირენის ხმა ისმოდა.

სრულად წაკითხვა