ნაციონალური მოძრაობა ყრილობის ჩასატარებელ ფინანსებს პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს სთხოვს

1 hour ago 2

წაკითხვა: 51

ნაციონალური მოძრაობა ყრილობის ჩასატარებლად ფინანსებს პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს სთხოვს. განცხადებას ლევან ბეჟაშვილი ავრცელებს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და მოამზადოს ენმ დაანონსებული საფუძვლიანი რეფორმებისთვის.

 იმისათვის, რომ ეს პროცესი სრულად დამოუკიდებელი და ყრილობის მზადებისა და ჩატარების ყველა ეტაპი სათანადოდ უზრუნველყოფილი იყოს, ვიწყებთ პარტიის ფინანსური მხარდაჭერის საჯარო კამპანიას.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და მხარდამჭერებს, მოგმართავთ თხოვნით, მონაწილეობა მიიღოთ პარტიის ყრილობის ჩატარებისა და რეფორმირების ფინანსურ უზრუნველყოფაში. ამ პროცესში თითოეული თქვენგანის უშუალო მონაწილეობა გადამწყვეტია.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემოწირულობის განხორციელება შეუძლია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს.
მიმღები: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

გადარიცხვის დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიუთითოთ: „შემოწირულობა“.
შენიშვნა: შემოწირულობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ქართული საბანკო ანგარიშიდან, პარტიის ქვემოთ მითითებულ საბანკო ანგარიშზე”- ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა