CNN: ტრამპი სამშაბათს თეთრ სახლში მიიღებს ზელენსკის და ნეთანიაჰუს

1 hour ago 3

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 28 ივლისს თეთრ სახლში მიიღებს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს. შეხვედრები ცალ-ცალკე გაიმართება და მიეძღვნება რუსეთის უკრაინასთან ომს და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას - იუწყება CNN-ი, თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

ტელეარხის წყაროთა ინფორმაციით, ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე ტრამპს სურს განიხილოს ირანთან ომის შედეგები, ლიბანთან მოლაპარაკების მიმდინარეობა და "აბრაამის შეთანხმებების" გაფართოების შესაძლებლობა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი აღიარებს, რომ მასსა და ნეთანიაჰუს შორის უთანხმოება რჩება ირანის საკითხზე - თუმცა მათი პოზიციები ერთმანეთთან "საკმაოდ ახლოსაა".

გავრცელებული მოლოდინით, ზელენსკისთან შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმობა მოლაპარაკებებს რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის შესახებ. "დროა ეს ომი დასრულდეს" - აცხადებს თეთრი სახლის წარმომადგენელი.

მანამდე, 27 ივლისს ტრამპმა კომენტარი გააკეთა ზელენსკის სიტყვებზე, რომელთა თანახმადაც რუსეთი ირანს გადასცემს სადაზვერვო მონაცემებს აშშ-ის სამხედრო ბაზების შესახებ. "არ ვფიქრობ, რომ ისინი ამას აკეთებენ, ყოველ შემთხვევაში მაღალ დონეზე" - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გავრცელებული ცნობებით, ნეთანიაჰუ და ზელენსკი სამშაბათს მონაწილეობას მიიღებენ რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიაში.

სრულად წაკითხვა