ნამდვილი ადრესატი მოსკოვია, მზადდება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა - სააკაშვილი კობახიძის წერილზე ტრამპისადმი

3 hours ago 2

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება ირაკლი კობახიძის მიერ დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსისადმი გაგზავნილ საჯარო წერილს და აცხადებს, რომ წერილის ადრესატი სინამდვილეში მოსკოვია.

სააკაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ „ანტი-ამერიკულ კურსს ახორციელებს 2012 წლიდან და ვინც სხვა რამეს ამტკიცებს, იტყუება ან თავს თავს იტყუებს“.

„მიკვირს ამ დღეებში მიამიტური კომენტარები, რომ თითქოს კობახიძის მეშვეობით ივანიშვილი რაღაცას ეხვეწება ტრამპს, სინამდვილეში ივანიშვილმა ზუსტად იცის თუ რა პირობები წაუყენა ტრამპის ადმინისტრაციამ მას ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ამ პირობებს შორის არის ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე.

„სინამდვილეში ეს წერილი არის მოსკოვისთვის დაწერილი და მიმართულია არა ტრამპზე, არამედ მოსკოვზე. მზადდება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და შემდეგ საქართველოს სრული ანექსია“, - აცხადებს ის.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 13 მაისს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნა ღია წერილი, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს, მიმართა.

კობახიძე ტრამპს წერს, რომ

  • „საქართველო არის აშშ-ს ყველაზე საიმედო პარტნიორი ჩვენს ურთულეს რეგიონში“;
  • მისი სიტყვებით, „საქართველოსთან დაკავშირებით [ტრამპის ადმინისტრაციის] დუმილს ჩვენთვის ლოგიკური ახსნა არა აქვს“;
  • იგი ასევე ის „გაუგებარს“ უწოდებს „ოცნების“ გუნდის წევრებისთვის დაწესებულ სანქციებს;
  • კობახიძე „აბსურდულ კანონად“ მოიხსენიებს კონგრესის ქვედა პალატის მიერ მიღებულ „მეგობარ აქტს“.

სააკაშვილი 13 მაისსაც გამოეხმაურა ამ წერილს და დაწერა: „ეს ის დიქტატურაა რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს, მათ შორის დონალდ ტრამპის ერთადერთ პირად მეგობარს პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ციხეში უსამართლოდ ანადგურებს“.

სრულად წაკითხვა