16
სამართლის დოქტორი, პროფესორი, იოსებ ბაჩიაშვილი:
ვფიქრობ მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში.
ციფრების უბრალო და მარტივი ანალიზი საკმაო სიზუსტით იძლევა ზოგად სურათს. მაგალითად, გამოდის პატრიარქი შიო, აკეთებს საჯარო განცხადებას ფბ- ზე და მასზე რეაგირება ხშირად აღწევს რამოდენიმე ათასს, მაგრამ 97% მკვეთრად უარყოფითია.
გამოდის ჯაღმაიძე და შედეგი კიდევ უფრო უარესი.
ამას წინ ბავშვის ნათლობაზე მოვხვდი. ვიდრე პროცესი დამთავრდებოდა ეკლსიის ეზოში ვიღაც მღვდელმთავარი შემოაბრძანეს ახალთახალი ლენდკრუიზერით. ხალხის სახეზე მყისიერად ზიზღნარევი ირონია აღიბეჭდა.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება რომ ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობასა და ქვეყნის საეკლესიო მმართველობას შორის არანაირი კავშირი აღარ არსებობს, არც სულიერი, არც იდეური, არც ყოფითი, არც ფილოსოფიური და რა თქმა უნდა არც ზნეობრივი. კონფლიქტი რეალურად ღრმავდება. ახალგაზრდობა სრულ გაუგებრობაში და ღრმა ნიჰილიზმში სუფევს. ძველგაზრდობა კი, ამ და მდგომარეობის შემხედვარე -გათანგულია.
მე 70-ს გადაშორებული ვარ და სრული პასუსმგებლობით შემიძლია ვთქვა რომ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს . უმთავრესი მიზეზი ასეთი დაცემისა არის ის, რომ ზოგადად ღვთისმსახურმა დაკარგა როგორც ზნეობრივი, ასევე ინტელექტუალური ავტორიტეტი.
ანაფორაში გამოწყობილი წვერმოშვებული, შავ, მრავალათასიან ჯიპზე ამხედრებული საეკლესიო მოღვაწე, რომელსაც გარდა ამ ჯიპისა აქვს სხვა სერიოზული ქონება და ჩართულია მრავალსახოვან და ასევე მრავალათასიან სხვადასხვა ბიზნესში და ამავე დროს აქვს სრულიად არასახარბიელო, ხშირ შემთხვევაში მრავალფეროვანი მძიმე კრიმინალური წარსული, რომელიც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი და ამავე დროს მასთან რამდენიმეწუთიანი საუბარიც კი საკმარისია იმისათვის რომ მსმენელს ნათლად წარმოესახოს ამ “მოღვაწის”მენტალურ-ინტელექტუალური და ხშირ შემთხვევაში სანიტარულ- ჰიგიენური პორტრეტი, არ იმსახურებს არანაირ მორალურ ნდობა-ავტორიტეტს და ადამიანს უჩნდება მარტივი, ლოგიკური სამართლიანი , სრულიად გასაგები და თავისი არსით საკრალურიკითხვა: “ განა ასეთი არსება უნდა იყოს ჩემსა და უფალს შორის შუამავალი? ასეთ არსებას უნდა ჩავაბარო აღსარება და გავუნდო ჩემი ყველა საიდუმლო? “
და მისი გონება თვითონვე პასუხობს თავისივე კითხვას: “ არა მე არ მჭირდება ასეთი შუამავალი” და ბოლოს : “ მე საერთოდ არ მჭირდება შუამავალი ჩემსა და უფალს შორის. მე ვარ ღმერთში და ღმერთი არს ჩემში.” დიახ, ეს არის ნორმალური, სულიერად ჯანმრთელი ადამიანის შემეცნების ლოგიკური რკალი. აქედან იწყება და აქვე მთავრდება უაღრესად შემაშფოთებელი არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველი და თუ მღვდელთმსახურნი ამას ვერ ხედავენ – საქმე კიდევ უფრო ცუდად ყოფილა და თუ ხედავენ და არაფერს აკეთებენ – მუცლითმეზღაპრეობასთან გვაქვს საქმე , ხოლო თუ ხედავენ, უნდათ რაღაცის გაკეთება, მაგრამ აღარ შეუძლიათ, მაშინ დამთავრებულა ყველაფერი.
ბოლოთქმა: ზუსტად ასეთივე პრობლემები დგას ჩვენს ერთმორწმუნე მეზობლის წინაშე.

55 minutes ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·