უკრაინის დედაქალაქი კიევი მასშტაბურმა ხანძრებმა მოიცვა რუსეთის ჯარების სარაკეტო შეტევის შედეგად. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. შეტევა შუაღამის შემდეგ დაიწყო.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, 5 აგვისტოს დილის შვიდი საათისთვის ცნობილია, რომ დაიღუპა 1 და დაშავდა 24 ადამიანი.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რამდენიმე რაიონში დაზიანებული და დანგრეულია სახლები, მასშტაბური ხანძრები გაჩნდა საწყობებში. რა საწყობებია ეს, ადმინისტრაციას არ დაუკონკრეტებია.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, დილის შვიდი საათისთვის ხანძრები ლოკალიზებული იყო კიევის ობოლონსკის, სვიატოშინსკის და დესნიანსკის რაიონებში.
კიევის გოლოსეევსკის რაიონში ამიაკმა გაჟონა. სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დარტყმა იყო სისტემაზე, რომელიც დაახლოებით 300-ს ლიტრ ამიაკს შეიცავდა. რა ობიექტია ეს, ადმინისტრაციას არ უთქვამს. მისი ინფორმაციით, დაახლოებით ღამის სამი საათისთვის გაჟონვა ლოკალიზებული იყო და მოსახლეობისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდა.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·