რუსეთის მასირებულ შეტევას დიდი მსხვერპლი მოჰყვა კიევის ოლქში. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 5 აგვისტოს დილის რვა საათისთვის დადასტურებულია, რომ დაიღუპა 14 და დაშავდა 27 ადამიანი.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, კიევის ოლქის ბროვარის, ფასტოვის და ბუჩის რაიონებში მასშტაბური ხანძრები გაჩნდა ლოგისტიკის კომპლექსებში, საწყობებში და საწარმოებში.
დარტყმის სამიზნეთა შორის იყო სავაჭრო კომპანია Rozetka-ს ლოგისტიკის ცენტრი.
რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე და კიევის ოლქზე რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევა გასულ ღამით დაიწყეს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს და ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, დედაქალაქში დაიღუპა სულ მცირე 1 ადამიანი და 24 დაშავდა. რამდენიმე რაიონში დაზიანებული და დანგრეულია სახლები, მასშტაბური ხანძრები გაჩნდა საწყობებში.
- 2026 წლის ივლისიდან რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების სამიზნეებს დაემატა ონლაინ-გაყიდვების უმსხვილესი კომპანიის, Wildberries-ის საწყობები.
- 18 ივლისიდან რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის მოსკოვის ოლქში, უკრაინული დრონებით შეტევა იყო Wildberries-ის 15-ზე მეტ ლოგისტიკის ცენტრზე.
- უკრაინაში რუსეთის სამიზნეებს შორისაა ექსპრეს-გადაზიდვების კომპანია Нова пошта-ს ტერმინალები და სავაჭრო კომპანია Rozetka-ს საწყობები.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·