მოსკოვის ოლქის ყოფილმა ვაჭრობის მინისტრმა, ზუგდიდში დაბადებულმა მიხეილ ხუბუტიამ ყოფილი მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
არსებული ინფორმაციით, ხუბუტია ოდინცოვოს რაიონის სოფელ ტრეხგორკაში ჩავიდა, სადაც Van Tea-ს ჩაის სახლის მფლობელი, იულია ვანი ცხოვრობს. ისინი ურთიერთობაში იყვნენ 2024 წლის დეკემბრამდე და წყვილს შვილიც შეეძინა.
ხუბუტიამ ყოფილ შეყვარებულს დაზიანებები მაშინ მიაყენა, როდესაც მათ მცირეწლოვან შვილს მეზობელ ოთახში ეძინა.
მცემა, სულ სისხლში ვარ. მიშხუბუტია მცემა ნაჯახით მოვიდა და ფიზიკურად გამისწორდა. ხელები სულ დასერილი მაქვს, ფეხებზე დაზიანებები მაქვს.
გუშინ ღამით იყო ჩემი მკვლელობის მცდელობა. დაახლოებით 23:00 საათზე, მიხეილ ხუბუტია ნაჯახით შემოიჭრა ჩემს სახლში, კიდურებში დამჭრა და თავში დამარტყა. ამ დროს ჩვენ ქალიშვილსა და ძიძას მეზობელ ოთახში ეძინათ.
2018 წლიდან ურთიერთობაში ვიყავით, გვყავს საერთო ქალიშვილი, 2024 წლის დეკემბერში დავშორდით, რის შემდეგაც ის განუწყვეტლივ მემუქრებოდა, რომ ბავშვს წამართმევდა, ყველა ქონებას ჩამომართმევდა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამომკეტავდა, არაერთხელ მიმეორებდა, რომ ბავშვი არ სჭირდებოდა და ჩემს პირად ნივთებს ამტვრევდა.
ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვარ, ხელებსა და ფეხებზე ღრმა ჭრილობებზე ნაკერი დამადეს.
მაქსიმალურად გაავრცელეთ ეს ამბავი. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი, რომ ეს დაუსჯელი არ დარჩეს,” – აცხადებს იულია ვანი.
– თქვა ქალმა ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა.