2
მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიაზე წარადგენენ. “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა დაადასტურა, რომ ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფები, ევროკავშირის უმაღლეს ჯილდოზე, ერთ-ერთ ნომინანტად დატყვევებულ ჟურნალისტს წარადგენს.
რიკარდ იოზვიაკის თქმით, კანდიდატებს პოლიტიკური ჯგუფები სექტემბერში წარადგენენ. მისივე ინფორმაციით, ქართველს არასდროს მოუგია სახაროვის პრემია, მზია ამაღლობელი კი ერთ-ერთი ფავორიტი იქნება, ვისაც მოგების შანსი აქვს.
თეგები: მზია ამაღლობელი