14
ფოტო – france24
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას france24 აქვეყნებს.
„დაახლოებით 40 წუთი გვქონდა საკითხის განხილვისთვის, რომელიც ყველას გვაწუხებს“, – განაცხადა მაკრონმა.
დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამაც გაავრცელა.
„პრემიერ-მინისტრი [კირ სტარმერი] დღეს ესაუბრა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს.
ლიდერებმა შეერთებული შტატების სამშვიდობო მოლაპარაკებების უახლესი ამბები განიხილეს და მიესალმნენ მათ ძალისხმევებს მიაღწიონ სამართლიან და მყარ მშვიდობას უკრაინისთვის, რათა მკვლელობები დასრულდეს.
სამშვიდობო გეგმაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და გაგრძელდება უახლოეს დღეებში.
ისინი შეთანხმდნენ, რომ ეს კრიტიკული მომენტია – უკრაინისთვის, მისი ხალხისთვისა და ევრო-ატლანტიკური რეგიონის მასშტაბით საერთო უსაფრთხოებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·