ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის ემოციური წერილი საპატიმროდან:
“ჩემო კარგებო, ყველას მოგესალმებით. პირველ რიგში, დიდ მოკითხვას გითვლით – ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს, კოლეგებს, თანამებრძოლებს.
ციხეში შემომდის თქვენი თბილი წერილები. საოცარი ემოციებით ვიმუხტები როდესაც ასეთ სიტყვებს ვკითხულობ და ამდენი ადამიანის გვერდში დგომას ვგრძნობ. ბოდიშს გიხდით რომ ყველას ვერ გპასუხობთ.
ადვოკატების და ოჯახის წევრების დახმარებით ასევე ვიგებ, თუ რამხელა მხარდაჭერას მიცხადებთ გარეთ მყოფი ადამიანები. თითოეული კომენტარი, ვიდეო თუ წერილი მეტ სითბოს, სიყვარულს მმატებს და ამისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ.
მინდა იცოდეთ რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ და ყველას ძალიან გაფასებთ“, – გიორგი ჩახუნაშვილი. D-3 საკანი

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·