“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

6 hours ago 4

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, ონისე ოქრიაშვილის ცემის ფაქტზე დაკავებული პირს მხარდაჭერას უცხადებს:

გადატრიალებებში” ჩაფლავებული მანქურთები საქართველოს ღვაწლმოსილებს “ამცირებენ”; პიროვნება, რომელმაც ვერ აიტანა ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა ვიგინდარა ონისე ოქრიაშვილისგან, თავად ჩაბარდა პოლიციას, მისი ადგილი არაა საკანში!

ნაცასპიტების შხამიანი, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიით აღმოცენებული სარეველები სხვადასხვა უნივერსიტეტებში თუ ძონძ-არტში, ვერასდროს შექმნიან დღის წესრიგს საქართველოში.

ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!

შესამაბამისი საზოგადოებრივი პეტიცია უპრიანი იქნება“, – წერს სოციალურ ქსელში გია აბაშიძე.

სრულად წაკითხვა