“პოლონეთს კითხეთ [რატომ არ მიგვიწვიეს], ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის არავისზე ნაკლები დემოკრატია, არანაირი დემოკრატიული უკუსვლა. მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს, რა ვქნათ. ორმაგი სტანდარტია ის, რომ რაც არის დასაშვები საფრანგეთში, გერმანიაში – საქართველოში შფოთდებიან ამ ყველაფერზე…. საზოგადოების არჩევანი არის ეს ხელისუფლება და ეცით პატივი”
– ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ვარშავაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალურ სხდომაზე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს.