მერაბ დვალიშვილი, რომელიც საჩემპიონო ქამარს ამჯერად კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ დაიცავს, ამბობს, რომ 2025 წელს რიგით მეოთხე ორთაბრძოლის გამართვაც სურს.
ქართველი ჩემპიონის თქმით, თუ სენდჰეგენის დამარცხებას შეძლებს, მაშინ ორგანიზაციას თხოვნით მიმართავს, რომ მიმდინარე წელს კიდევ ერთი ბრძოლა ჩაუნიშნონ, მეტოქედ კი მერაბი პიოტრ იანს მოითხოვს.
როგორც მოგეხსენებათ, დვალიშვილმა საჩემპიონო გზაზე რუსი პიოტრ იანი ერთხელ უკვე დაამარცხა, მაგრამ, მერაბი ამბობს, რომ იანი ახლა მთავარი პრეტენდენტია და მისი დამარცხება კიდევ ერთხელ სურს, რათა ყველანაირი ხმები და საუბრები მოსპოს.
ცნობისთვის, მერაბი კორის 4 ოქტომბერს შეხვდება, სადაც უპირობო ფავორიტი ქართველი ჩემპიონი გახლავთ.