მაჰაჩყალაში პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს - არის მსხვერპლი

5 days ago 16

მაჰაჩყალაში საგზაო საპატრულო სამსახურის თანამშრომლებს დაესხნენ თავს. თავდამსხმელებსა და პოლიციელებს შორის გახსნილი ორმხრივი ცეცხლის შედეგად არიან დაღუპულები, ინფორმაცია და ვიდეოკადრები ტელეგრამის არხებით ვრცელდება.

მომხდარის შესახებ დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ, თავდასხმისას სამი პოლიციელი დაიღუპა, თავდამსხმელები კი სამსახურებრივი ავტომობილით მიიმალნენ.

ვრცელდება ცნობები ქალის დაჭრის შესახებაც, ზოგი არხი, ავრცელებს ცნობებს დაღუპული ერთი ან მეტი თავდამსხმელის თაობაზეც. ამოქმედებულია ე.წ. გეგმა „Перехват“- ი (გადაჭერა). ტელეგრამის არხი Baza წერს, რომ ადგილზე სულ ოთხი თავდამსხმელი შეიძლება ყოფილიყო.

დაღესტანში, პოლიციელებზე თავდასხმის ეს პირველი შემთხვევაა არაა, მსგავსი შემთხვევა იყო გასული წლის ივნისშიც.

სრულად წაკითხვა