მამარდაშვილმა ლივერპულში საკუთარი დებიუტი შეაფასა

1 week ago 10

გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ რიგებში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. ინგლისის ლიგის თასის 1/16-ფინალში მერსისაიდელებმა „საუთჰემპტონი“ 2:1 დაამარცხეს, ხოლო ქართველმა მეკარემ მატჩის შემდეგ ემოციები გულშემატკივრებს გაუზიარა.

პირველი ოფიციალური თამაში „ლივერპულში“ – ეს ნამდვილად განსაკუთრებული დღეა ჩემთვის. უდიდესი პატივია ამ მაისურის ტარება. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის,“ – დაწერა მამარდაშვილმა სოციალურ ქსელებში.

აღსანიშნავია, რომ „ლივერპული“ ტურნირის მერვედფინალში გავიდა. არნე სლოტის გუნდი შემდეგ შეხვედრას პრემიერლიგაში 27 სექტემბერს, სტუმრად „კრისტალ პალასთან“ გამართავს. სწორედ ამ მეტოქესთან წააგო „წითლებმა“ სეზონის დასაწყისში ინგლისის სუპერთასზე.

სრულად წაკითხვა