“მაკონტროლებენ და მიზანმიმართულად მაშინებენ, მაგრამ მინდა გავაფრთხილო, რომ ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად ამას კიდევ ერთხელ გააკეთებენ და აუცილებლად თვალებს “ამოვუწვავ”, ასე გავაკეთებ პირობას გაძლევთ” – თათია ნიკოლაშვილი

19 hours ago 3

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თათია ნიკოლაშვილი ძალოვან უწყებებს მასზე თვალთვალში ბრალს სდებს და მწვავე პოზიციას აფიქსირებს აღნიშნულთან დაკავშირებით:

ძალოვანი (შსს-სუსი) უწყების ეს ავტომობილი აბსოლუტურად ღიად და დემონსტრაციულად აკონტროლებს ჩემს გადაადგილებას, უნდა რომ შევამჩნიო, დავინახო… დამატებით “სიმძაფრისთვის” გააჩერა ავტომობილი, ჩამოწია საქარე მინა და გადამიღო ფოტოები…

სუს-ის, ოხანაშვილ-მდინარაძის შესაშინებელი სიბრძნის კბილიც კი მოვიცვალე და მინდა აქედან გავაფრთხილო, რომ ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად ამას კიდევ ერთხელ გააკეთებენ და აუცილებლად თვალებს “ამოვუწვავ”… ასე გავაკეთებ პირობას გაძლევთ”, – წერს თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

სრულად წაკითხვა