97
გუშინ ლოკარნოს კინოფესტივალზე შეკრებილებმა სინდისის პატიმრების მხარდამჭერი ტექსტი მოისმინეს.
„ოქროს ლეოპარდის“ მიღების შემდეგ სიტყვით გამოვიდა ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანი, რომელმაც ისაუბრა საქართველოში მიმდინარე 260-დღიან საპროტესტო აქციებსა და ქვეყანაში არსებული უსამართლობის შესახებ.
გელბახიანმა ფესტივალზე მყოფებს უთხრა, რომ მისი კოლეგა ანდრო ჭიჭინაძე და კიდევ 65 ადამიანი უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან. მისი თქმით, ისინი ხელისუფლების სამიზნე მხოლოდ იმიტომ გახდნენ, რომ აპროტესტებდნენ საქართველოს ევროპული გზის შეჩერებას.
გამოსვლის ბოლოს მსახიობმა აღნიშნა: „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“
სანამ მე აქ ვდგავარ და ვტკბები ამ მომენტით, ჩემი მეგობრები თბილისში საქართველოს ევროპული გზის შეჩერებას აპროტესტებენ უკვე 260 დღეზე მეტია. ახალგაზრდები, როგორიც მე ვარ, საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ უკეთესი მომავლისთვის. ისეთები, როგორიცაა ჩვენი კოლეგა ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც უკვე 8 თვეა უკანონო პატიმრობაშია, 65-ზე მეტ პოლიტპატიმართან, გისოსებს მიღმა, უდანაშაულო ადამიანებთან, სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებთან ერთად. სამწუაროდ, ჩვენ, მთელ მსოფლიოში, ავტორიტარიზმის ქარიშხლებში ვცხოვრობთ. სიზულვილი, დაყოფა და დეჰუმანიზაცია მსოფლიოს ყველა კუთხეშია და ჩენ, როგორც ხელოვანებს, მწამს, რომ გვაკისრია პასუხისმგებლობა და მოვალეობა, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ და გამოვიდეთ სიტყვებით: “თავისუფლება პალესინას!”, “დიდება უკრაინას!” და “გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”, – თქვა გელბახიანმა სიტყვით გამოსვლისას.