სასაზღვრო კურსკის ოლქის სოფელ გრუშკოვოდან მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა „გართულებული მდგომარეობის“ გამო, ამის შესახებ დასახლების ხელმძღვანელმა ვასილი ხუდიაკოვმა განაცხადა.
მისი სიტყვებით, ევაკუაციას წარუძღვება რუსეთის თავდაცვის ქვედანაყოფი „ბარსი“.
მოგვიანებით ჩინოვნიკმა სოციალურ ქველში გამოქვეყნებული პოსტი წაშალა და განაცხადა, რომ იძულებით ევაკუაციაზე საუბარი არ არის და მოქალაქეები დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას. მან ადგილობრივებს კურსკის ოლქის უფრო უსაფრთხო ადგილას გადასვლა ურჩია.
სოფელი გრუშკოვო უკრაინის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, მანამდე გრუშკოვოს მცხოვრებლები გასული წლის 2024 წლის აგვისტოში უკრაინის სამხედრო ძალების შეტევისას ერთხელ უკვე იყვნენ ევაკუირებული.
ახლა გლუშკოვოს რაიონში ევაკუაცია ცხადდება, რუსი „ომის კორესპონდენტების“ მიერ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი შეტევის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე.