კვირის ღამეს რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური დარტყმა მიიტანეს კიევზე, კრივოი როგზე, კამენსკოესა და კრემენჩუგზე, განაცხადეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა.
თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის განცხადებითაც, კრივოი როგში ორი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. ასევე, სუმში დაიღუპა ქალი.
გარდა ამისა, ზელენსკიმ განაცხადა კიევსა და კიევის ოლქში 6 დაშავებულის შესახებ.
„კრემენჩუგსა და კრივოი როგს ასევე ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს. ყველგან, სადაც რუსები თავიანთი ბალისტიკით სწვდებიან, ისინი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ურტყამენ“, – დაწერა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ პარტნიორებსაც მიმართა და განაცხადა, რომ „როდესაც ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტები აქ, ევროპაში, ანგრევს ინფრასტრუქტურას და ადამიანთა სიცოცხლეს იწირავს, დაუშვებელია ევროპული გადამჭრელი რაკეტები უბრალოდ საწყობებში ეწყოს“.
ფოტო: Photo: Tetiana Dzhafarova; AFP / Getty Images
netgazeti